სიმსივნის დიაგნოსტირებაში შესაძლოა, რევოლუცია მოხდეს – ბრიტანეთში ახალი ტესტის კვლევა დაიწყეს
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური სიმსივნის 50 ნაირსახეობის დიაგნოსტირების ახალი მეთოდის სრულმასშტაბიან კვლევას იწყებს.
მოსალოდნელია, რომ სისხლის ანალიზით შესაძლებელი იქნება დაავადების გამოვლენა, პირველი სიმპტომების გამოჩენამდე.
ამის შესახებ BBC წერს.
კვლევაში, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, 50-დან 77 წლამდე ასაკის 140 ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. მათ აუღებენ სისხლის ანალიზს, შემდეგ ერთი და ორი წლის თავზე განმეორებით ჩააბარებინებენ სისხლს.
როგორც ლონდონის ონკოლოგიის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, პიტერ სასიენიმ განაცხადა, “ტესტი კიბოს დიაგნოსტიკაში შესაძლოა, რევოლუციური აღმოჩნდეს. ჩვენ ვიწყებთ ენთუზიაზმით.”
ამჟამად, კიბოს დიაგნოზი ბიოქიმიური გამოკვლევისთვის (ბიოფსია) ქსოვილის შემოწირვით ხდება, რასაც არავინ სიმპტომების გარეშე არ აკეთებს.
ახალი მეთოდი ემყარება დნმ-ში სისხლის უჯრედებში ადრეული ცვლილებების გამოვლენას.