რუმინეთში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (Joint Combined Exchange Training/JCET) ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წვრთნების ფარგლებში, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს, რომელიც 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე, სხვადასხვა სიმაღლიდან – 1200-4000 მეტრიდან თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომებს (სტატიკური ხაზით ხტომებსა და პარაშუტის ხელით გახსნის ხტომებს).
სწავლების პერიოდში მებრძოლები შეფასდნენ შუალედური და შემაჯამებელი ტესტირებებით, რასაც წარმატებით გაართვეს თავი.
საპარაშუტე პროგრამა რუმინელ პარტნიორებთან ერთად უკვე მეორედ განხორციელდა. აღნიშნული წვრთნების ჩატარება ქართველ და რუმინელ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებს შორის სამომავლოდაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები