ხიდან ჩამოვარდნილი მურათ ჯიოევი ჰოსპიტალიზებულია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში, მურათ ჯიოევი ჯავის რაიონში ხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.

ადგილობრივ მედიას სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, რომ ჯიოევს სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის ჩრდილოეთ ოსეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

“ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მის დიაგნოზს შეეხება, საექიმო საიდუმლოებას წარმოადგენს და შესაძლოა, გავრცელდეს მხოლოდ პაციენტის პირადი სურვილის საფუძველზე”, – აღნიშნეს ცხინვალის კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები