უკრაინაში გარდაცვლილი ნახეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
უკრაინული მედიიის ცნობით, მოსამართლე ვიტალი პისანცის ცხედარი საცხოვრებელ სახლში ნახეს, სადაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე სტუმრებს მასპინძლობდა.
ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
უკრაინული პრესა არ გამორიცხავს, რომ ფაქტი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ამასთან, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.