ილია ჭავჭავაძის პრემია „საგურამო – 2021″-ის ლაურეატები გამოვლინდნენ
12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 114 წელი შესრულდა. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს პანდემიის გამო ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ ჩაუტარებია.
მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის თქმით, ილია ჭავჭავაძის პრემია „საგურამო-2021″-ის ლაურეატები გახდნენ:
ვასილ ბესელია (პოეზია);
ნინო სადღობელაშვილი (პროზა);
ნანა კუცია, პაატა ნაცვლიშვილი (კრიტიკა-პუბლიცისტიკა);
ბელა შალვაშვილი (თარგმანი);
გივი ჩიღვინაძე (საბავშვო მწერლობა);
შალვა მატუაშვილი (ხელოვნება);
ელისო ვირსალაძე (მედალი ქართული კულტურის წინაშე ღვაწლისთვის).
12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელწმიფო მუზეუმი ღია არის მთელი დღის განმავლობაში და უფასოდ ემსახურება დამთვალიერებელს.