კახა კალაძე: თუ არ შევთანხმდით და არ განისაზღვრა წითელი ხაზები, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ

‘პოლარიზება ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს და ის ძალიან მძიმედ  აისახება მომავალ თაობაზე”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსი არ შედგა, პოლარიზება ქვეყანას ცუდ შედეგამდე მიიყვანს.

“ნამდვილად არ მომწონს პოლარიზება, როდესაც ხდება პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება და თუნდაც სოციალურ ქსელით ან  ტელევიზიით კეთდება შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი შვილები, მომავალი თაობა უყურებს ამ ყველაფერს და მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება ახალგაზრდებზე. თუ მართლა გვიყვარს ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყანა, გვინდა ამ ქვეყნის განვითარება და წინსვლა, გარკვეულ საკითხებზე თუ არ შევთანხმდით  და არ განისაზღვრა წითელი ხაზები, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები