გურამ მაჭარაშვილი: კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმატში ტესტი გაიკეთა და შესთავაზა ოპონენტებსაც, ბევრმა, მათ შორის გახარიამაც ამას თავი აარიდა

კახა კალაძემ დანერგა ეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმატში ტესტი გაიკეთა და შესთავაზა თავის ოპონენტებსაც. სამწუხაროდ, ბევრმა და მათ შორის გახარიამაც ამას თავი აარიდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია ნარკოტესტს რომ არ იკეთებს ამით წამგებიან პოზიციაშია.

„კონკრეტული მიზეზი ამისა არ გვეცოდინება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ის ამ შემთხვევაში წამგებიან პოზიციაშია. ნარკოტესტს არ აბარებ, ნიშნავს იმას, რომ ან იმდენად მაღალი ამბიცია გაქვს, რომ ახლა კახა კალაძის მოწოდებაზე მე რატომ გავიკეთო ნარკოტესტიო და ეს ძალიან დიდი ამბიციაა, რაც ასევე არ უნდა ახასიათებდეს ქალაქის მერს. ან მეორე საკითხია, რომ რაღაც პროცესებს ელოდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი წარმატებით გაიარა. კახა კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს. ექსპრემიერი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები