ციციშვილის რეანიმაციაში 22 კოვიდინფიცირებული ბავშვია, მათ შორის, 40 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზეა
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით რეანიმაციაში 22 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს.
მისი თქმით, კლინიკაში 40 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„40 დღის ჩვილი ისევ მართვით სუნთქვაზეა. პარამეტრებს ვამცირებთ და ვცდილობთ, რომ მართვითი სუნთქვიდან მოიხსნას. რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს. მათ შორის ეს არის ყველაზე მძიმე. არიან ასევე ბავშვთა ცერებრული დამბლით 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია. ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და უკვე მოხსნილია. ასევე გვყავს ახალშობილები, უკვე 18 და 17 დღის. 14 და 15 დღის იყვნენ როდესაც შემოვიდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღარ აქვთ ცხელება და მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.