სოზარ სუბარი: Edison Research-ის კვლევები კეზერაშვილის შურისძიებაა იმაზე, რომ ქართულმა სასამართლომ დანაშაულში ამხილა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

“Edison Research-ის კვლევები კეზერაშვილის შურისძიებაა იმაზე, რომ ქართულმა სასამართლომ დანაშაულში ამხილა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში„ განაცხადა.

„მან (კეზერაშვილმა) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მაქსიმალურად სცადა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაეგდო და რეიტინგი აუმაღლა ისეთ პარტიებს, რომლებსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობათ. მაგალითისთვის, „ლეიბორისტული პარტია“, რომელმაც წინა არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ძლივს გადალახა, მას მერე ამ პარტიას არაფერი გაუკეთებია და ყველამ კარგად იცის, რომ შეუძლებელია, დღეს მისი რეიტინგი 6% იყოს. მსგავსი სიცრუით ისინი ვერ შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. უკეთესი იქნება, პროგრამები წარმოადგინონ და ხალხს თავიანთი ხედვა გააცნონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 25%, „საქართველოსთვის“ – 10%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები