გულრიფშში რუსი ტურისტი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის მთებში, გულრიფშის რაიონში 40 მეტრის სიმაღლიდან რუსი ტურისტი, 36 წლის ალექსეი ვეტროვი გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაცის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გზატკეცილზე, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები