ირაკლი ბერაია: უწყებას ხელმძღვანელობს ღირსეული ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი, გენერალი ვახტანგ გომელაური
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ყვარელში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ქართული პოლიციისა და ვახტანგ გომელაურის ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს.
მისი თქმით, გენერალი ღირსეული ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალია.
“ვახტანგ გომელაური 👏👏👏 ქართული პოლიცია. სამართალდამცავების მიერ, მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. სწორედ ქართული პოლიციის პასუხისმგებლობა, პროფესიული უნარები და ეფექტიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურები განაპირობებს მსგავსი ოპერაციების წარმატებას.
საქართველოს ჰყავს მამაცი პოლიციელები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ასრულებენ მაღალი სირთულის ამოცანებს. ქართული პოლიცია მუდამ არის იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდება.
უწყებას ხელმძღვანელობს ღირსეული ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი, გენერალი ვახტანგ გომელაური, ვისთვისაც განსაკუთრებით ძვირფასი და პრიორიტეტულია თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და დაცულობა და ამ მიზნებისთვის მისი უწყების ნაყოფიერი საქმიანობა”, – წერს ირაკლი ბერაია.