სოზარ სუბარი: თბილისის მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს, მათი მერი რა ცხოვრების წესით ცხოვრობს
“თბილისის მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს, ვინ არის მათი მერი და რა ცხოვრების წესით ცხოვრობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა კახა კალაძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„კახა კალაძის შეთავაზება ორ მომენტს ითვალისწინებს: პირველი – მართლა ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მეორე, მე მგონი, თბილისის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ იცოდეს, ვინ არის მათი მერი და რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. კარგი შეთავაზებაა და უცნაური იყო ის რეაქციები, რაც ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან მოჰყვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
თბილისის მერმა ნარკოტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და ოპონენტებს მოუწოდა, რომ ნარკოტესტი ჩაიტარონ და საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.