ყვარელში “საქართველოს ბანკში” მყოფი მძევლები გათავისუფლდნენ

ყვარელში “საქართველოს ბანკში” მყოფი მძევლები, სამსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, უკვე გათავისუფლდნენ. ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორი – ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ქადაგიშვილი.
“სამართალდამცველების ძალისხმევის შედეგად, ბანკში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია. შენობაში რჩება მხოლოდ თავდამსხმელი. სპეცოპერაცია გრძელდება და დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა დამნაშავეს დააკავებენ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები