კონგოში მენინგიტის აფეთქებაა

კონგოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ჩოპოს პროვინციაში მენინგიტის აფეთქებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმო-ს აფრიკის რეგიონულ წარმომადგენლობაში განაცხადეს.

კერძოდ, პროვინციაში მენინგიტის ანთების 261 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 129 ადამიანი გარდაიცვალა.

აღინიშნება, რომ სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაღალია – 50%.

პროვინციაში, ჯანმო-ს მხარდაჭერით, პაციენტთა მოვლის პირველი ჯგუფი იქნა განთავსებული.

ამავდროულად, შეიქმნა სწრაფი რეაგირების კომიტეტი, რათა თავიდან მოხდეს დაავადების გავრცელების არიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები