საბერძნეთში ანტივაქსერები ვაქცინირებული ადამიანების სისხლის გადასხმაზე უარს აცხადებენ

ბერძენი ექიმები აფიქსირებენ შემთხვევებს, როდესაც ანტივაქსერები უარს ამბობენ ვაქცინირებული ადამიანებისგან სისხლის გადასხმაზე, მათ “სისხლის მოწამვლის შიში“აქვთ.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

ქალაქ პატრას სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა, ანა მასტორაკუმ პროკურატურას ჩარევისკენ მოუწოდა.

”აქამდე გვინახავს არავაქცინირებული პაციენტები, რომლებიც უარს ამბობენ ინტუბაციაზე – ამის გამო ადამიანებიც დაიღუპნენ – მაგრამ ახლა ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებიც უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე,” – თქვა მან.

მასტორაკუმ განმარტა, რომ ეს იყო ანტივაქსერთა ორგანიზებული ქსელი და არა – ცალკეული შემთხვევები.

“თუ ვინმე მიდის ოპერაციაზე ან საჭიროებს სისხლის გადასხმას და მიეკუთვნება ანტივაქსერთა ჯგუფს, ის მოითხოვს, რომ მას ვაქცინირებული ადამიანის სისხლი არ გადაუსხან​. ამას, რა თქმა უნდა, არ აქვს მეცნიერული საფუძველი,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები