დავით შერაზადიშვილი სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, მურმან ნაბიევთან ერთად, სოფელ დარბაზის მცხოვრებლებს შეხვდა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ დარბაზში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები, მოეწყო გარე განათება და მოხდა სასმელი წყლის სისტემის გამართვა. თუმცა, შერაზადიშვილი ერთერთ ყველაზე დიდ მიღწევად სოფლის გაზიფიცირებას მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ დარბაზს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

“ჩვენ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ სოფლად მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფა”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები