კანადის პრემიერი წინასაარჩევნო მიტინგზე ქვებით ჩაქოლეს

კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ ლონდონში ქვები ესროლეს.

კანადურ ტელეარხ CBC- ის ინფორმციით, ტრუდოს ლიბერალური პარტიის მომხრეებთან შეხვედრაზე უცნობ პირთა ჯგუფი მივიდა, რომელიც ქვეყნის პრემიერის პოლიტიკას არ ეთანხმება.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც ტრუდო ავტობუსში ადის, მისი მისამართით ნასროლია მომცრო ზომის ქვები, გარდა ამისა, ამ დროს აქციის მონაწილეები პოლიტიკოსის საწინააღმდეგო ლოზუნგებსაც სკანდირებდნენ. ქვების ნაწილი ტრუდოს, ნაწილი კი მისი დაცვის წევრებს მოხვდა.

მანამდე, ამავე პროვინციის ქალაქ ბოლტონში საპროტესტო აქციის გამო ტრუდომ მომხრეებთან შეხვედრა გააუქმა.

20 სექტემბერს კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები