Le Figaro: ისრაელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის შეყვანისთვის ემზადება

იმ დროს, როდესაც ისრაელში, 2.5 მილიონმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა მიიღო, ებრაული სახელმწიფო ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელებას ელოდება, – წერს Le Figaro.

როგორც პროფესორმა, სალმან ზარკამ რადიოსადგურ “კან”-ის ეთერში თქვა,​ “ისრაელში კორონავირუსთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი 4 სექტემბერს მეოთხე დოზის შეყვანის მზაობის მოწოდებით გამოვიდა. ვირუსი არის და იქნება, ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ მეოთხე დოზისთვის.

პროფესორის თქმით, ”როდესაც დავფიქრდებით ამაზე, ვაქცინების და ანტისხეულების შესუსტებაზე, როგორც ჩანს, ყოველ რამდენიმე თვეში მოგვიწევს – ეს შეიძლება, იყოს წელიწადში ერთხელ, ყოველ ხუთ ან ექვს თვეში – ჩვენ დაგვჭირდება ახალი ინექცია. ამიერიდან, ეს ჩვენი ცხოვრების ფაქტორი გახდება”.

Le Figaro წერს, რომ “ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელმა წამოიწყო კამპანია მესამე დოზის შეყვანის მიზნით, ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ვაქცინირებულ ადამიანებში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ბუსტერ დოზა უკვე მიიღო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები