France -Press: ქაბულში აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს

ქაბულში “თალიბებმა” პაკისტანის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას France-Press ავრცელებს.

ავღანეთის მოქალაქეები ქაბულში პაკისტანის უწყებათაშორისი სადაზვერვო სამსახურის უფროსის, ფაიზ ჰამიდის ვიზიტს აპროტესტებდნენ.

აქცია ქაბულის ჩრდილოეთით დაიწყო და პაკისტანის საელჩომდე მსვლელობა მოეწყო.

მანამდე, “თალიბანის” სპიკერმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა ავღანელებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროტესტისა და დემონსტრაციებისგან, რადგან ქვეყანა “კრიზისიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები