იაგო ხვიჩია: ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია, ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა

“ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია, ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა”, – ასე გამოეხმაურა”გირჩის” წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ნარკოტესტის გავლას.

“მე მგონია, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხული წესია და ძალიან მეუხერხულება, როცა კახა კალაძეს ჩვენ, სახელმწიფო სისტემა ვაგზავნით სადღაც შარდის ჩასაბარებლად. ასევე, მეუხერხულება ეს, როცა ჩემს თავს ეხება ან სხვას, ამიტომ, ყოველთვის ღიად ვაცხადებ – ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია, ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, ვიდრე ვიარო სადღაც კოლბებით ჩასაბარებლად. ასე ერთმანეთს არ უნდა მოვექცეთ პოლიტიკოსები, ეს არაფერ შუაშია, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს მომავალში”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები