“ოცნების” მხარდამჭერი: გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციულ სიაში
“დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი – გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნუკი იაკობაშვილი წერს.
მისი განცხადებით, იგი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
“მე ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი 2012 წლიდან და ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ “ქართული ოცნების” გამარჯვებისთვის. დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი – გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში. სასწრაფოდ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასწრაფოდ ვითხოვ, როგორ მოხვდა გახარიას პარტიის ხელში ჩემი პირადი მონაცემები და სასწრაფოდ ვითხოვ პირადად „ბოლისგან“ პასუხს, რატომ ჩამწერეს მათ სიაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. ასე ავსებთ სიებს? ასე აპირებთ გამარჯვებას? ტყუილზე დააფუძნეთ ყველაფერი და ძალიან მძიმედ დაამთავრებთ!”, – წერს იაკობაშვილი.