ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა

ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები დაზიანდა.

ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა და ხეები მოგლიჯა.

ამასთან, უხვმა ნალექმა ქობულეთში რამდენიმე სახლის პირველი სართული დატბორა.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სამსახურები ზარალს ითვლიან. უწყებაში “ცხელი ხაზი” მუშაობს და პრობლემების იდენტიფიცირება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები