ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის არჩვნებისთვის 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ ან დროებით საფუძველზე ცხოვრობენ, ხმის მიცემას შეძლებენ სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 19 სექტემბერს გაიმართება.

რუსეთს მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში “პასპორტიზაციის პროცესი” დიდი ხანია, აქვს დაწყებული. სხვადასხვა მონაცემით, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 90% რუსეთის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები