გაგრაში, ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში რუსი ტურისტი, 48 წლის ვიტალი გრადობოევი ზღვაში დაიხრჩო.
ნიჟეგოროდის ოლქში მცხოვრები მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ხელს ძლიერი ქარი უშლის.
ე.წ. საგანგებო სამსახურში შეტყობინება 2 სექტემბერს, 22:19 საათზე შევიდა.