შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ხელმოწერა არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია
“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ერთადერთი, რისი ნიშანიც და დასტურიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული, მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო”, – წერს პაპუაშვილი.