ევროპის დაავადებათა კონტროლში კოვიდვაქცინის მესამე დოზის შეყვანის აუცილებლობას ვერ ხედავენ

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ექსპერტები თავს იკავებენ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მესამე დოზის შეყვანის რეკომენდაციისგან.

​​”დღევანდელი მონაცემებით, დამატებითი დოზის შეყვანის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს”, – ნათქვამია დეპარტამენტის დასკვნაში.

ამავდროულად, ECDC გამოდის რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნას მესამე დოზა სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.

მაგალითად, საფრანგეთში გუშინ ხანდაზმულებისა და სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანების მესამე დოზით აცრა დაიწყო.

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოუწოდებდა მდიდარ ქვეყნებს, მესამე დოზის შეყვანისგან თავი შეიკავონ, სანამ ღარიბ ქვეყნებში მილიონობით ადამიანს პირველი დოზაც არ აქვთ მიღებული.

ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მაიკ რაიანმა შეერთებულ შტატებში შექმნილი ვითარება, სადაც მესამე დოზით აცრა უკვე დაწყებულია, შეადარა იმ მგზავრებში სამაშველო ჟილეტების განაწილებას, რომლებსაც ეს ჟილეტები უკვე აქვთ მაშინ, როდესაც “სხვა ადამიანები დახრჩობისთვის არიან განწირულები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები