გერმანიაში რკინიგზელების ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა დაიწყო

გერმანიის მემანქანეთა პროფკავშირ GDL-ის წარმომადგენლები აგვისტოში უკვე მესამედ გაიფიცნენ.

თუმცა, ამჟამინდელი გაფიცვა ყველაზე ხანგრძლივი იქნება და 5 დღეზე მეტხანს გაგრძელდება.

ივნისის დასაწყისში პროფკავშირში გამოაცხადეს, რომ გერმანიის რკინიგზასთან – Deutsche Bahn-თან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა.

Deutsche Bahn-ი, რომელიც პანდემიის გამო, ასევე, წყალდიდობის შედეგად კრიზისს განიცდის GDL-ს ხელფასის ზრდას ორ ეტაპად სთავაზობს: 1.5%-ით 2022 წლის 1-ელი იანვრიდან და 1.7%-ით 2023 წლის 1-ელი მარტიდან. თუმცა, პროფკავშირისთვის ეს პირობები არასაკმარისი აღმოჩნდა.

გუშინ, Deutsche Bahn-მა პროფკავშირს ახალი წინადადება შესთავაზა: ხელფასების თანდათანობითი ზრდა 3.2%-ით; “კორონა-ბონუსების” ერთჯერადი გადახდა 600 ევრომდე ოდენობით და სატარიფო შეთანხმების ვადის შემცირება 40 თვიდან – 36 თვემდე.

თუმცა, პროფკავშირმა დღეს წინადადება არ მიიღო და გაფიცვა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები