დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმების ძალაში შესვლამ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმების ძალაში შესვლამ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანა, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესვლის საკითხს twitter-ის გვერდზე ეხმაურება.
„უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ძალაში შევიდა, რამაც ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანა და კარს უღებს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას! ვულოცავ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას!“, – წერს ზალკალიანი.
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
The Visa Exemption Agreement between #Georgia and #NorthMacedonia has entered into force, thus upgrading our cooperation to a new level and opening new doors for enhancing ties between the two countries! My congratulations to 🇬🇪 and 🇲🇰! @Bujar_O https://t.co/Cf83sVqx1B
— David Zalkaliani (@DZalkaliani) September 1, 2021