ევროკავშირთან კომუნიკაცია შედგება, რათა პარტნიორებს განემარტოთ, რომ მართალია საქართველო არ აპირებს სესხის აღებას, თუმცა შეთანხმების ყველა პუნქტი ქვეყნის მხრიდან შესრულებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საუბარი იყო ინფორმაციის მიწოდებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რაც კი არის გაწერილი, იმ შეთანხმებაში, რომელიც უკავშირდებოდა სესხს, რომელიც უნდა აეღო საქართველოს, ყველა პუნქტი არის იქიდან შესრულებული. ეს არის მარტივი კომუნიკაცია, რომელიც შედგება. რა თქმა უნდა, ამან დაკარგა აქტუალობა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის აღებას აღარ აპირებს ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმის თქმა ევროკავშირში პარტნიორებისთვის, რომ თითოეული პუნქტი ამ შეთანხმებიდან არის შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.