„ეკლესია და პოლიტიკა“ – თორნიკე მეტრეველის ონლაინლექცია

5 სექტემბერს, 18:00 საათზე, თორნიკე მეტრეველის ონლაინლექცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ლექციის ფორმატში, თორნიკე მეტრეველი ისაუბრებს 7- წლიან დაკვირვებებზე და კვლევის შედეგებზე, რომლებიც ეფუძნება სამ მართლმადიდებლურ ქვეყანაში – უკრაინაში, სერბეთსა და საქართველოში მის საველე სამუშაოებს, ისტორიულ ანალიზსა და საარქივო კვლევებს
„უკრაინა, სერბეთი და საქართველო სამი ქვეყანაა, რომელთაც აერთიანებთ საერთო რელიგია, კომუნისტური მემკვიდრეობა, ფერადი რევოლუციები და ტერიტორიული კოფლიქტები. თუმცა, მიუხედავად კონტექსტური მსგავსებებისა, ეს სამი ქვეყანა თვალსაჩინოდ განსხვავდება საზოდაოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ პროცესებზე რელიგიური ინსტიტუტების გავლენით.
რა ფაქტორები ხსნის რელიგიური ინსტიტუციების განსხვავებულ პოზიციონირებას ამ სამ ქვეყანაში? რა ტიპის ისტორიული და თეორიული მიდგომებით შეიძლება ამ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუციების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის გააზრება? ანდაც, რა ნიშანდობლივი განსხვავებები არსებობს მორწმუნეების მხრიდან რელიგიური მრწამსის პრაქტიკაში, და რა გავლენები აქვს ამ განსხვავებებს ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე“? – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები