კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 509, აჭარაში – 445, იმერეთში – 487

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა – 445, იმერეთი – 487, ქვემო ქართლი – 280, შიდა ქართლი – 223, გურია – 97, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, კახეთი – 369, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც: 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 164, აჭარაში – 978, იმერეთში – 1 112. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში – 684, აჭარაში – 158, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 235, აჭარაში – 38, იმერეთში – 28. 2 454 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 148 – თბილისში, 808 – აჭარაში. 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები