კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 727, აჭარაში – 247, იმერეთში – 180
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა – 247, იმერეთი – 180, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 140, გურია – 72, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 171, კახეთი – 174, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 284, აჭარაში – 1 012, იმერეთში – 1 178. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში – 713, აჭარაში – 171, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 – თბილისში, 1 026 – აჭარაში. 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.