ქაბულის აეროპორტთან ტერაქტი მოხდა

ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესმდივანი, ჯონ კირბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ ქაბულის აეროპორტის პერიმეტრის გარეთ აფეთქება. ამ დროისთვის არ არსებობს მკაფიო ინფორმაცია მსხვერპლთა შესახებ. ჩვენ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება”, – წერს კირბი.

​მისი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიაწოდეს.

მანამდე, CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები