ონის მერობის კანდიდატმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო
ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – სერგი ხიდეშლი მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ კოორდინატორებს შეხვდა.
შეხვედრაზე პარტიულ კოორდინატორებთან მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს.
“დღეიდან უკვე აქტიური საარჩევნო კამპანია დავიწყე და გპირდებით, თქვენთან, ძალიან ღირსეულ გუნდთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა სერგი ხიდეშლმა შეხვედრისას.