გერმანიაში ეპიდემიის რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივეს

გერმანიის ბუნდესტაგმა ქვეყანაში ეპიდრეჟიმი სამი თვით გაახანგრძლივა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმი მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს რეგულაციების გამოცემა, რომლის საფუძველზეც ფედერალური მიწების ხელმძღვანელები აწესებენ ანტიკოვიდურ შეზღუდვებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა რეჟიმის გაგრძელების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

ასევე, რეჟიმის გახანგრძლივებას უჭერდნენ მხარს 16-ვე ფედერალური მიწის პრემიერმინისტრები.

თუმცა, რამდენიმე საპარლამენტო პარტია რეჟიმის გახანგრძლივების წინააღმდეგ გამოვიდა. მათი აზრით, ეს ზედმეტი და არასწორია.

გერმანიაში ეროვნული მნიშვნელობის ეპიდემიის რეჟიმი პირველად 2020 წლის მარტში დააწესეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები