„ქალები აქტივიზმის წინა ხაზზე“ – კინოჩვენება და დისკუსია გაიმართება

8 აგვისტოს, 18:30 საათზე, ყვარელში, აქტივიზმის კინოკლუბი კინოჩვენებასა და დისკუსიას უმასპინძლებს„ თემით – „ქალები აქტივიზმის წინა ხაზზე. ქალების როლი სამოქალაქო აქტივიზმში და იმ ცვლილებებზე, რომლებიც მათმა ბრძოლამ მოიტანა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრას გაუძღვება იურისტი, საჯარო სამართლის მაგისტრი, სამოქალაქო აქტივისტი – თამარ კაპანაძე.
შეხვედრაზე გაიმართება „უდაბნოს ყვავილის“ კინოჩვენება, რომელიც სომალელი გოგონას, ვარის დირიეს ისტორიაზეა. სცენარი დაფუძნებულია ვარის დირიესა და კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მისამართზე: https://forms.gle/woHDofKaC1XSqKFVA
შეხვედრა გაიმართება ღია სივრცეში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით. შეხვედრაზე დასწრების უფლება აქვთ ვაქცინირებულ ან ბოლო 24 საათში სწრაფი ან ბოლო 72 საათში პსრ ტესტით გატესტილ პირებს.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ღონისძიების ჩატარების ადგილი წინასწარ ეცნობებათ შერჩეულ მონაწილეებს.
პროექტი „ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით“ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები