,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან,საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ, პაატა კვიჟინაძესთან ერთად, ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდა.

,,ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერობის კანდიდატმა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან იმ საჭიროებებზე მოისმინეს ინფორმაცია, რაც სოფელს ამ ეტაპზე აქვს.

,,ჩემი აზრით, არის რამდენიმე საკითხი რის გამოც ქართულმა ოცნებამ კობა ლურსმანაშვილი არჩია მერობის კანდიდატად. პირველი ეს არის პროფესიონალიზმი, ის არის თავის საქმის სპეციალისტი და კარგად ესმის ის თემები, რომელთანაც შეხება აქვს. მას აქვს მერად და დეპუტატად მუშაობის გამოცდილება, იცნობს სამთავრობო სტრუქტურებს, აქვს ურთიერთობები და იცის ის გზები, რაც საქმის დროულად და ეფექტურად გაკეთებისთვის არის საჭირო და ბოლოს მას აქვს თავისი მშობლიური რაიონის დიდი სიყვარული, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი იყოს წარმატებული საჭიროა ერთიანი გუნდი, ვგულისხმობ დეპუტატს, მერს და საკრებულოს. მე და ბატონ კობას გვაქვს ერთობლივად მუშაობის გამოცდილება, ხარაგაულში ჩვენ გვექნება პრაქტიკული, შინაარსიანი, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება საქმის კეთებაზე, “- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმ მასშტაბური პროექტების შესახებ, რომელიც ხარაგაულში, მოქმედი მერის და ამავდროულად მერობის კანდიდატის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. აღინიშნა,რომ ეს ტემპი სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება.

,,ჩემი შეხვედრები მოსახლეობასთან მხოლოდ წინასარჩევნო ფორმატით არ შემოიფარგლება. ხშირი კომუნიკაცია მაქვს ამ ადამიანებთან, თუმცა კიდევ ერთხელ მოვისმინე ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ და რომელთა დადებითად გადაჭრა უმოკლეს დროში აუცილებელია.დღეს, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის მხარდაჭერა. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძელით ხარაგაულისთვის არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება და ეს ტემპი სამომავლოდაც კვლავ გაგრძელდება,”- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

შეხვედრაზე მოსახლეობას ვახანი-ლეღვნის თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვერა ოდიკაძე წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები