ხვალ „ქართული ოცნება” წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის და სენაკის მერობის კანდიდატებს წარადგენს
26 აგვისტოს „ქართული ოცნება” წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის და სენაკის მერობის კანდიდატებს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება” ავრცელებს.
12.00 საათზე, „ქართული ოცნება” წალენჯიხის მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას წარადგენს
მისამართი: სოფელი ნაკიფუ, ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი
12.40- საათზე, გაიმართება ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენა
მისამართი: ჩხოროწყუს კულტურის სახლის სკვერი
14:15 საათზე, მმართველი გუნდი მარტვილის მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას წარადგენს
მისამართი: სალხინო, დადიანების რეზიდენცია
15:20 საათზე, სენაკის მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენა გაიმართება
მისამართი: ციხეგოჯი ნოქალაქევი