დღე მეორე – სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი გაგრძელდა

სომხეთის პარლამენტში უკვე მეორე დღეა, ვნებათაღელვა არ ცხრება.

გუშინ სასესიო დარბაზში ორი ინციდენტი მოხდა. ერთის შემთხვევაში, აქცია-პერფორმანსი ჟურნალისტებმა მოაწყვეს, მეორეს დროს დარბაზიდან დეპუტატი გააძევეს, რომელმაც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს მიმართავდა და მის მიერ დაშვებულ შეცდომებს ახსენებდა.

დეპუტატ ანა მკრტჩიანის დარბაზიდან გაძევებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სომეხი კანონმდებლები ერთმანეთს სკამებსაც ესროდნენ.

დღეს კი საქმეში უკვე ბოთლები “ჩართეს”.

დღევანდელი ინციდენტის მიზეზი გახდა პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” წევრის, აიკა სარკსიანის განცხადება, რომელშიც მან კოლეგა სეირან ოგანიანს, რომელიც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, “სამშობლოს მოღალატე” უწოდა.

ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთის მისამართით ბოთლების სროლა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები