ეკატერინე ტიკარაძე: მიმდინარე კვირას ვიმსჯელებთ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც მესამე დოზით აიცრება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.

„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს. რაც შეეხება კითხვას, როდის დაიწყება 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, ამასთან დაკავშირებით, კლინიკურ და ვაქცინაციის საბჭოს ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები