ეკატერინე ტიკარაძე: ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევა არის 0.001 %
„მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, “არის თუ არა საქართველოში დაფიქსირებული ორჯერადად აცრილი მოქალაქის კორონავირისით გარდაცვალების ფაქტები”.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.
„მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში, ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.