წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხულოს მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხულოს მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრფებს მართავს.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობასთან მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

,,დღეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა დანისპარაულის, შუასოფლის, რიყეთის, ბოძაურის, ტაბახმელის, ჯვარიქეთისა და ბეღლეთის მოსახლეობასთან. შეხვედრის მონაწილეებთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და ვიმსჯელეთ მათ მოგვარების გზებზე.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა სწორად და ადეკვატურად აფასებს ჩვენი გუნდის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს. ხალხათან შეხვედრების დროს იგრძნობა მმართველი ძალის მიმართ კეთილგანწყობა, მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ,,ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია ქვეყანას მოუტანოს გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა”, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები