ჭიათურის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა
ჭიათურის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, გივი მოდებაძე წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა.
“წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ ხრეითის მოსახლეობას შევხვდი და ადგილობრივებს საკუთარი კანდიდატურა წარვუდგინე. ჩემი მერად ყოფნის პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ჭიათურა ამბროლაურის გზის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული პროექტი სოფელ ხრეითზე გადის. გზის მშენებლობა დადებითად აისახება ხრეითის ყველა მცხოვრებელზე.
პარალელურად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრეითში მოეწყო ცენტრალური გზა, გაკეთდა არაერთი შიდა საუბნო გზა, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სოფელმა მიიღო მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ჩვენ ხრეითის განვითარებას გავაგრძელებთ და ამ სოფელს ტურისტებისთვის მიმზიდველს გავხდით”,- განაცხადა მოდებაძემ.