ფოთის მერობის კანდიდატი: გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული

ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან – თორნიკე კირთაძესთან, ნიკოლოზ იზორიასთან, ოლეგი ნაჭყებიასთან და მალხაზ ფოჩხუასთან ერთად აკაკის, კრატასიუკის, კოსტავას და ჯიქიას  ქუჩის მოსახლეობას შევხვდა,  ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა  და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

კანდიდატის თქმით, ამ უბნებში  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემია, სადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან  𝟯𝟬𝟬 სტუდენტი  პროფესიულ საზღვაო განათლებას მიიღებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში.

„ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული.

მიუხედავად დიდი პროგრესისა, არაერთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქალაქი. მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულია წყალარინების სისტემის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები. დისკუსიის რეჟიმში მიმოვიხილეთ პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც მოსახლეობა ჩვენს გუნდს ანდობს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ფოთის განვითარების შეუქცევად პროცესს გავაგრძელებთ”, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები