ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე, სოფელ ფერსათის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე, სოფელ ფერსათის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბიძინა ჯაბიძესთან ერთად შეხვდა.

მერობის კანდიდატმა  ადგილობრივებს  პარტია “ქართული ოცნების” ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.

სოფელ ფერსათში მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებაა.  აღნიშნული პრობლემის გადაჭრაზე მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ნდობა გავამართლო,  მერის  პირველი მოადგილის პოზიციაზე მიღებული  გამოცდილება მოვახმარო ბაღდათს. ასევე გავაგრძელო ჩვენი გუნდის მიერ დაწყებული  ის მასშტაბური პროექტები, რაც მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს”, – აცხადებს მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები