მარტვილის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფპრმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ქ. მარტვილში წყალარინებისსისტემებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ექსპლუატაციის პროექტი განიხილეს.

“შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის  სამსახურების თანამშრომლები და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, მარტვილის წყალარინებისსისტემების გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების ქსელის, მაგისტრალური და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

პროექტის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მარტვილის ჩამდინარე წყლების არსებული მდგომარეობა, რის შედეგადაც თავიდან იქნება აცილებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ასევე, ნიადაგის დაბინძურება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები