უბედური შემთხვევა ბათუმში – მეხუთე სართულიდან კაცი გადმოვარდა
ბათუმში, ახალგაზრდა კაცი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი შენობაზე სარეკლამო ეკრანს აკეთებდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ასევე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.