„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ აუდიოწიგნების პირველი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ აუდიოწიგნების პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსებულია ათი წიგნი, რომელთა შორისაა, ქართველი ავტორების, თარგმნილი მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა. ინფორმაციას “წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“აღნიშნული პროექტი ჩვენთვის, თავიდანვე პრიორიტეტული იყო, რადგან აუდიოწიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა, მცირედმხედველი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურაზე, რისი საშუალებაც, ამიერიდან, ჩვენი პროექტის ფარგლებშიცმიეცემათ“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
პროექტი სტუდია „ანასეულთან“ პარტნიორობით განხორციელდა. წიგნები კი, თეატრისა და კინოს, სპეციალურად მოწვეულმა მსახიობებმა გაახმოვანეს.
პირველი ეტაპის წიგნებია:
1. დავით გაბუნიას„დაშლა“.
2. თამარ თანდაშვილის„მატერიკონი“.
3. „ჩემი სხეული სინათლის მიღმა“ (ქალთა ფონდი საქართველოში).
4. ანა ბაქანიძის „ქალები ქართულ პრესაში: მსოფლიო ამბები“.
5. ანა ბაქანიძის „ქალები ქართულ პრესაში: საქართველოს ამბები“.
6. „ქალები ომის დროს და შემდეგ“ (ჰაინრიხ ბიოლის ფონდი).
7. თამთა მელაშვილის „კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები“.
8. „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში” (ჰაინრიხ ბიოლის ფონდი).
9. ნატო დავითაშვილის „დაბრუნება“.
10. ნილს სიმეონის„14 კრისტალის თეორია“.

ამჟამად აუდიოწიგნები ხელმისაწვდომია მისამართზე twbc.ge, რამდენიმე დღეში კი იუტუბზე, lit.ge-სა და სხვა პორტალებზეც გადაინაცვლებს. პროექტი განხორციელების პროცესშია და, წლის ბოლომდე, 40-ზე მეტი წიგნის აუდიოვერსია გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები