WP: Moderna-ს ვაქცინა შესაძლოა, ახალგაზრდებში გულის დაავადებების რისკებს ზრდიდეს

აშშ-ის ჯანდაცვის ფედერალური ორგანოები სწავლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Moderna-ს ვაქცინა შესაძლოა, 30 წელს ქვევით ასაკის ადამიანებში გულის დაავადებების ზრდას იწვევდეს, ვიდრე ადრე იყო ცნობილი.

 

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

 

ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ცნობა ასევე შეეხო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრსა და წამლების სამმართველოს. ამასთან, აღინიშნება, რომ გვერდითი ეფექტები მაინც გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენენ.

 

გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, კანადის მთავრობის მიერ მოწოდებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გამოვლენილია მიოკარდიტის სიხშირე მათში, ვინც Moderna-ს ვაქცინით აიცრა, შესაძლოა, 2.5-ჯერ მეტად, ვიდრე Pfizer-ის პრეპარატის შემდეგ.

 

Moderna-ში ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

ჯანმო -ს ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ აშშ -ის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა, რომელიც ამ პრობლემას განიხილავდა, დაასკვნა, რომ mRNA ვაქცინების სარგებელი კვლავ აღემატება მიოკარდიტისა და პერიკარდიტის რისკებს, თუნდაც, ახალგაზრდებში”.

 

შეერთებულ შტატებში არსებული მონაცემების თანახმად, მიოკარდიტი დაფიქსირდა საშუალოდ 40,6 შემთხვევაში მილიონზე, ვაქცინირებულ მამაკაცებში და 4,2 შემთხვევა მილიონზე აცრილ ქალებში. საუბარია 12-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე.

 

30 წელზე უფროსი ასაკის პირებში ეს მაჩვენებლები იყო მამაკაცებში მილიონზე 2.4 შემთხვევა და ქალებზე – ერთი შემთხვევა მილიონზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები