ავღანეთში მყოფი, საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მყოფი, საქართველოს 16 მოქალაქე დღეს გამოფრინდება და სამშობლოში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში.

„16 ქართველი იყო დარჩენილი დღევანდელ დღემდე ქაბულში. დღეს, დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა მათი ლოკაციის ადგილიდან აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე. შესაბამისად, ახლა მიდის პროცესი, ისინი სხდებიან თვითმფრინავში. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით.

სწორედ ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა და ისინი გაფრინდებიან დუბაიში. სავარაუდოდ, დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები